|
2018-11-19 18:35:37, 1817 ნახვა
სამართალი
განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ პირს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა
ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ბ.გ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით. როგორც „ექსპრესნიუსს“ პროკურტურიდან აცნობეს, წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2017 წლის 25 დეკემბერს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი ჩხუბის დროს, ბ.გ. - მ განზრახ მოკვლის მიზნით, დანის გამოყენებით, ჯ. ვ. - ს გულმკერდის არეში მიაყენა შემავალი ჭრილობა. დაჭრილი პირი დროული სამედიცინო დახმარების შედეგად გადაურჩა სიკვდილს. „სამართალდამცველებმა ბ.გ. 2017 წლის 26 დეკემბერს, ქალაქ ქობულეთში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბ. გ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)