12:23 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-19 18:27:05, 1658 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი გახარია მიმდინარე კვირაში პარლამენტში მივა

შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია ამ კვირაში პარლამენტში მივა, - ამის შესახებ პარლამენტის თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბიურის სხდომაზე განაცხადა.

„ევროპული საქართველოს“ წერვრმა სერგი კაპანაძემ პარლამენტის თავჯდომარეს 2 კითხვით მიმართა: როდის დაიგეგმება „ევროპული საქართველოს“ დადგენილების პროექტი, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე რეკომენდაციების საკითხს შეეხება და როდის შეხვდება გიორგი გახარი საპარლამენტო უმცირესობას.

 „ორი კვირის წინ დავარეგისტრირეთ დადგენილების პროექტი, რომელიც ეხება ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში კონკრეტული რეკომენდაციების საკითხს. ორი კვირის წინ დარეგისტრირდა და ეს არ არის არც ბიუროს დღის წესრიგში და არც განხილული ყოფილა. რატომ არ არის და როდის დაიგეგმება ამის განხილვა? ასევე, ჩვენ ამ თემასთან მოვიწვიეთ შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია, მოსვლასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროდან იყო თანხმობა. მაინტერესებს როდის მოვა შს მინისტრი? მაგალითად, ამ კვირაში მოახერხებს თუ არა მოსვლას? რომელიც ვიცით, რომ დაკავებულია ზუგდიდში საარჩევნო საკითხებით, მაგრამ ახლა არ შევალ ამ დისკუსიაში?“, - მიმართა სერგი კაპანაძემ.

კობახიძემ „ევროპულ საქართველოს“ შს მინისტრის პარლამენტში მისვლის თარიღის დასაზუსტებლად კონსულტაცია შესთავაზა.

„რეგლამენტს რაც შეეხება, კომიტეტს ჯერ არ განუხილავს და ეს არის მიზეზი. რაც შეეხება შეხვედრას, მოგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრა ამ კვირაშივე შედგება და შეგვიძლია დღესვე შევათანხმოთ თარიღი“, - აღნიშნა პარლამენტის თავჯდომარემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics