|
2018-11-19 12:28:43, 1526 ნახვა
ეკონომიკა
იანვარ-ოქტომბერში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 20.5%-ით გაიზარდა
მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 305.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 20.5%-ით აღემატება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აქედან ექსპორტი 2 751.0 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს (24.5 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 7 555.0 მილიონ აშშ დოლარს (19.2 პროცენტით მეტი). საქსტატის ცნობით, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარ-ოქტომბერში 4 804.0 მილიონი აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46.6% შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 1 912.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 12.0 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. „2018 წლის იანვარ-ოქტომბერში, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელებული ექსპორტის მოცულობა, 599.7 მლნ. აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც 11.1 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 21.8 პროცენტს შეადგენს. იმპორტმა 2 169.9 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (20.9 პროცენტით მეტი) და მთლიანი იმპორტის 28.7 პროცენტი შეადგინა. სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 2 769.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 18.6 პროცენტით აღემატება. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, 2018 წლის იანვარ-ოქტომბერში მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში მისი წილი 32.7 პროცენტს შეადგენს. 2018 წლის იანვარ-ოქტომბერში, საქართველოდან დსთ-ის ქვეყნებში განხორციელებული ექსპორტის მოცულობა 1 315.2 მლნ. აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც 43.7 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 47.8 პროცენტს შეადგენს. იმპორტი 2 197.2 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა (19.4 პროცენტით მეტი), რაც მთლიანი იმპორტის 29.1 პროცენტია. სავაჭრო ბრუნვამ დსთ-ის ქვეყნებთან 3 512.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 27.4 პროცენტით აღემატება. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, 2018 წლის იანვარ-ოქტომბერში, მისი წილი მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში 18.4 პროცენტი იყო. 2018 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 71.8 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად გამოიყურება: აზერბაიჯანი (386.0 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (351.9 მლნ. აშშ დოლარი) და სომხეთი (226.0 მლნ. აშშ დოლარი). 2018 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 64.9 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1 215.5 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (776.9 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (721.6 მლნ. აშშ დოლარი). 2018 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 65.9 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (1 422.1 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 128.9 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (903.4 მლნ. აშშ დოლარი). 2018 წლის იანვარ-ოქტომბერში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 423.9 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 15.4 პროცენტს შეადგინს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები, 316.6 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 11.5 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები, 301.3 მლნ. აშშ დოლარით (11.0 პროცენტი). უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2018 წლის იანვარ-ოქტომბერში წარმოდგენილი იყო ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სახით, რომლის იმპორტმა 730.0 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 9.7 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა მსუბუქი ავტომობილები 492.0 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.5 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები, 338.3 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 4.5 პროცენტი)“, - ნათქვამია საქსტატის ინფორმაციაში. ცნობისთვის, წინასწარი მონაცემების კორექტირება ხორციელდება საქსტატის მიერ შემუშავებული სტატისტიკური ინფორმაციის გადასინჯვის პოლიტიკის შესაბამისად (რეგულარული გადასინჯვის პრინციპის საფუძველზე) რესპონდენტების/ადმინისტრაციული წყაროების მიერ მონაცემების დაზუსტების შედეგად.
გერმანია გეგმავს რუსეთის დადანაშაულებას ლაიფციგში ტერორისტული თავდასხმის დაგეგმვაში და „ფართომასშტაბიანი სანქციების“ დაწესებას
ოკუპირებულ აფხაზეთში, რიწის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსი ტურისტების ჯგუფს სცემეს
კიევის ბუჩას რაიონში რუსული თავდასხმის შედეგად 37 ადამიანი დაიღუპა.
გეგელია: ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს, საქართველოში ეძებენ ნავსაყუდელს
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
კიევის ბუჩას რაიონში რუსული თავდასხმის შედეგად 37 ადამიანი დაიღუპა.
ზელენსკიმ რუსეთის მასშტაბით დღეში 1000 დრონის გაშვება ბრძანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)