12:25 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-19 11:58:35, 1317 ნახვა

პოლიტიკა
რასმუსენი - ნატო-მ არასწორი სიგნალი გაუგზავნა პუტინს, როდესაც 2008 წლის სამიტზე საქართველოსა და უკრაინას MAP-ი არ მისცა

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყოფილი გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი მიიჩნევს, რომ საქართველოსა და უკრაინისთვის ნატო-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP-ი) 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე უნდა მიეცათ.

როგორც მან „ომისა და მშვიდობის ინსტიტუტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, ალიანსმა ამ თავშეკავებით რუსეთს არასწორი სიგნალი გაუგზავნა.

„ვფიქრობ, ჩვენ სწორი ნაბიჯები გადავდგით. კომუნიზმის დაშლისა და ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ, ჩვენ გამოვიყენეთ შესაძლებლობა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორები ევროკავშირსა და ნატო-ში გაგვეწევრიანებინა; ეს სწორი გადაწყვეტილება იყო და ჩვენ გავაფართოვეთ ნატო და ევროკავშირი. ამის შემდეგ, 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საქართველო და უკრაინა გახდებოდნენ ნატო-ს წევრები. ვფიქრობ, ესეც იყო სწორი გადაწყვეტილება. პირადად მე ვიყავი მომხრე, რომ საქართველოსთვის და უკრაინისთვის მაშინვე მიგვეცა სამოქმედო გეგმა (MAP). ვფიქრობ, იმის გამო რომ ეს არ გავაკეთეთ, ამით პუტინს არასწორი სიგნალი გავუგზავნეთ. მან ჩათვალა, რომ აგრესიული მოქმედება შეეძლო და ეს იმავე წელს გააკეთა - თავს დაესხა საქართველოს. ასე რომ, დღევანდელი გადმოსახედიდან ვფიქრობ, ბოლომდე უნდა მივყოლოდით გზას, რომელიც საქართველოსა და უკრაინას MAP-ის მიღებამდე მიიყვანდა. ეს არ იქნებოდა ალიანსში გაწევრიანების გარანტია, მაგრამ იქნებოდა ძლიერი სიგნალი“, - განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics