07:21 - 22 Oct, 2026
|
2018-11-18 18:40:03, 813 ნახვა
რეგიონი
დუშეთთან სადაც მრავალკილომეტრიანი კოლონაა გაჩერებული ნაგვის ურნები და ბიო-ტუალეტები დამონტაჟდა
დუშეთის მუნიციპალიტეტში, კობი-გუდაურის მონაკვეთზე შექმნილი ზვავსაშიშროების გამო, მოძრაობა შეფერხებულია. მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა შალვა კერესელიძემ, დუშეთის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, გაჩერებული ავტომანქანების მგზავრები მოინახულა და მათ საკვები პროდუქტები ჩაუტანა. გუბერნატორის ადმინისტრაციისა და დუშეთის ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი მუშაობით, ჟინვალისა და მლეთის გზის იმ მონაკვეთზე, სადაც ავტოკოლონაა გაჩერებული, ნაგვის ურნები და ბიო-ტუალეტები დამონტაჟდა. მოხდა მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება. შესაბამისი მეტეოროლოგიური პირობების დადგომისთანავე საავტომობილო გზების დეპარტამენტი ჯვრის უღელტეხილზე გაწმენდით სამუშაოებს დაიწყებს.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)