12:23 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-18 11:03:52, 1579 ნახვა

პოლიტიკა
ევროსაბჭოს კვლევის თანახმად დისკრიმინაციის შემთხვევებზე პოლიციისადმი ნდობა მაღალია

ევროპის საბჭომ წარმოადგინა კვლევა, რომელიც პროექტის  „დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ ფარგლებში ჩატარდა.
კვლევა ევროსაბჭოს დაკვეთით კვლევითმა ორგანზიაცია CRRC-იმ 2018 წლის ივნისი-სექტემბრის პერიოდში ჩაატარა.
აღნიშნულმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობის ნახევარმა იცის, რომ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ან სიძულვილის ენის მსხვერპლს შეუძლია მიმართოს პოლიციას, სასამართლოს და სახალხო დამცველის ოფისს.
კვლევის შედეგებით დგინდება, რომ გამოკითხულთა ყველაზე მეტი (62%) ნდობას პოლიციას უცხადებს. კვლევით ასევე დგინდება, რომ სიძულვილის ენის ან სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მსხვერპლთა ყველაზე დიდი ნაწილი (49%) სწორედ პილიციას მიმართავდა.
ევროსაბჭოს მიერ დაკვეთილმა კვლევამ აჩვენა, რომ მოქალაქეთა უმრავლესობა სამართლებრივი დაცვის არსებულ მექანიზმებში ყველაზე დიდ ნდობას პოლიციას და შინაგან საქმეთა სამინისტრო უცხადებს.
ანგარიში მოიცავს ქვეყნის მასშტაბით წარმომადგენლობითი კვლევის, სიღმისეული ინტერვიუებისა და ფოკუსჯგუფების შედეგებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics