06:01 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-17 17:13:22, 1041 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე: მაღალმთიან აჭარაში ვიზიტორთა რაოდენობა ორჯერაა გაზრდილი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ რეგიონის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ერთად  2017-2018 წლებში განხორციელებული პროექტები შეაჯამა და კერძო სექტორის და მედიის წარმომადგენლებს მთავრობის ხედვა გააცნო.

2018 წლის, 10 თვის სტატისტიკური მონაცემებით, აჭარაში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები 17,8%-თაა გაზრდილი (ჯამში 1,725,468 ვიზიტი). იმატა საერთაშორისო ფრენების რაოდენობამაც. 2016 წელთან შედარებით რეგიონში 41%-ით მეტი ფრენა განხორციელდა.

 „მინდა აღვნიშნო, რომ განსაკუთრებით აქტიურად ვითარდება მთის ტურიზმი. მაღალმთიან აჭარაში ვიზიტორთა რაოდენობა ორჯერაა გაზრდილი.  ეს კი ქმნის იმ დამატებითი ღირებულების ჯაჭვს, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისა და მუნიციპალიტეტების მოსახლეობისთვის ადგილზე გაჩენილი შემოსავლის თვალსაზრისით. ჩვენი პრიორიტეტია მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ტურიზმის აღმავლობას აჭარაში, რაც უზრუნველყოფს რეგიონის ინკლუზიურ განვითარებას. ჩვენი ძალისხმევით აჭარა გახდება ქვეყნის ტურისტული ჰაბი“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

რაც შეეხება, ზამთრის ტურიზმს, სამთო-სათხილამურო კურორტ „გოდერძიზე", ტურისტული სეზონი ოფიციალურად დეკემბრის დასაწყისში გაიხსნება. ამჟამად, კურორტზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს.

პრეზენტაციისას ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სულხან ღლონტმა ყურადღება რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით ჩატარებულ ტრენინგებზე, 17 სამიზნე ქვეყანაში განხორციელებულ სარეკლამო აქტივობებსა და მთიანი აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარებაზე გაამახვილა.

ასევე, უწყება  წლის ბოლოს დაასრულებს მუშაობას 2018-2025 წლების ტურისტული განვითარების სტრატეგიაზე, რომელიც იქნება მნიშვნელოვანი დოკუმენტი ტურიზმში ჩართული სამთავრობო და კერძო სექტორისთვის.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics