|
2018-11-17 15:38:57, 556 ნახვა
რეგიონი
ბორჯომის რამდენიმე სოფელს ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდა
შპს „სოკარ ჯორჯია გაზის" ინფორმაციით, დღეს ქალაქ ბორჯომის, სოფელ სადგერის, ტბის და ცემის მაცხოვრებლებს ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდა. ბუნებრივი გაზის მიწოდება 18 ნოემბრამდე აღდგება. "შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“ გაცნობებთ, რომ 17 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტში გამანაწილებელი ქსელების ავარიული დაზიანების გამო 09:45 საათიდან ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდა ქალაქ ბორჯომის, სოფელ სადგერის, ტბის და ცემის მაცხოვრებლებს. ამ ეტაპზე საავარიო ჯგუფი ადგილზე მუშაობს შესაბამისად ბუნებრივი გაზის მიწოდება ეტაპობრივად აღდგება 18 ნოემბრის 17:00 საათიდან. კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი" ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები", - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)