|
2018-11-17 12:15:45, 602 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძემ სოფელ თხილნარში ახლადაშენებული გაზსადენი გახსნა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ და კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი"-ს გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბერიაშვილმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარში ახლადაშენებული გაზსადენი გახსნეს. პროექტის პრეზენტაციას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ასევე სოფლებში ახალსოფელი, ჭარნალი და თხილნარი ახლადაშენებული გაზსადენები დაათვალიერა და სოფელ თხილნარის მკვიდრის, თენგიზ ბერიძის ოჯახში გაზქურა აანთო. ,,დავათვალიერე გაზსადენის მშენებლობა ხელვაჩაურში და კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის" დირექტორ ვახტანგ ბერიაშვილთან ერთად სამომავლო გეგმები განვიხილე. რეგიონში მიმდინარე წელს კომპანია ,,სოკარ ჯორჯია გაზმა" 9 500 აბონენტი უზრუნველყო ბუნებრივი აირით. აჭარის რეგიონში დღეისათვის 85 ათასი აქტიური აბონენტია, რომელთა რიცხვი მომავალ წლებში კიდევ უფრო გაიზრდება. შენდება ახალი ცენტრალური მაგისტრალი, რომელიც მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირებას ემსახურება. ბუნებრივი აირით უზრუნველყოფა ხელს შეუწყობს როგორც მოსახლეობის ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ისე სოფლის ეკოლოგიურ გაჯანსაღებას,"- აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზმა" სოფელ თხილნარში 69345 მ სიგრძის საშუალო და დაბალი წნევის გაზსადენი ააშენა, რის შედეგადაც სოფელში მცხოვრებ 1000-მდე ოჯახს ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა მიეცა. სოფლების ახალსოფელის, ჭარნალის და თხილნარის გაზიფიცირებისთვის აშენდა 150 324 მეტრი სიგრძის საშუალო და დაბალი წნევის გაზსადენი. განხორციელებული სამუშაოების შედეგად, ბუნებრივი აირის მიღების შესაძლებლობა ამ სოფლებში მცხოვრებ 2000-ზე მეტ ოჯახს მიეცა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)