06:00 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-17 12:09:53, 502 ნახვა

რეგიონი
წალკის მუნიციპალიტეტში სახლი კიდევ 79 ეკომიგრანტ ოჯახს დაუკანონდა

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრები  79 ეკომიგრანტი ოჯახი  საცხოვრებელი სახლის მესაკუთრე გახდა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე  გრიგოლ გიორგაძე და ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძე წალკაში მცხოვრებ ეკომიგრანტ ოჯახებს ესტუმრნენ და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცეს.

სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის, 2004-2009 წლებში, შესყიდული სახლების  დაკანონების პროცესი მხოლოდ 2015 წელს დაიწყო.

ამ ეტაპზე,  მთავრობის განკარგულებით,  ქვეყნის მასშტაბით,საცხოვრებელი ფართი 500 ეკომიგრანტ ოჯახს დაუკანონდა და  ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.

 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics