04:26 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-16 16:13:14, 717 ნახვა

რეგიონი
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ბათუმის იუსტიციის სახლში C ჰეპატიტის სკრინინგის მიმდინარეობას გაეცნო

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ლაგვილავა ბათუმის იუსტიციის სახლში C ჰეპატიტის სკრინინგის მიმდინარეობას გაეცნო.

ის ადგილზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ზაალ მიქელაძესთან ერთად იმყოფებოდა. მაია ლაგვილავამ პირადად შეაფასა საჯარო სივრცეში სკრინინგის მიმდინარეობა და მოქალაქეთა მიმართვიანობის შესახებ სტატისტიკურ ინფორმაციას გაეცნო. ამ დრომდე ბათუმის იუსტიციის სახლში სწრაფი მარტივი ტესტი 746 პირმა ჩაიტარა, აქედან 29 კი პირველადად სკრინინგ დადებითი შემთხვევა დაფიქსირდა. მინისტრის მოადგილემ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის დროული დიაგნოსტირების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

პროექტი „საჯარო სივრცე C ჰეპატიტის ელიმინაციის სამსახურში“ მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიწყო. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ორგანიზებით, მოქალაქეებს „იუსტიციის სახლის“ 12 ფილიალში,  C ჰეპატიტზე სკრინინგის ჩატარება შეუძლიათ. სწრაფი-მარტივი ტესტის შემდეგ კი, პასუხს შეტყობინების სახით, საკონტაქტო ნომერზე, იმავე დღის ბოლოს, SMS-ის სახით იღებენ.  ამ დრომდე სკრინინგი იუსტიციის სახლებში 20 000-ზე მეტმა მოქალაქემ გაიარა.

C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტი საქართველოში 2015 წელს დაიწყო. ყველა მოქალაქეს შესაძლებლობა აქვს, უფასოდ მიიღოს მედიკამენტი, რომლის ღირებულებაც სხვა ქვეყნებში 60-დან 80 ათასამდე ევროს შეადგენს.   ამ დრომდე, ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში 50 000-მდე პაციენტია ჩართული და განკურნების მაჩვენებელი 98,2%-ით განისაზღვრება.

 

 

(NS)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics