|
2018-11-16 10:57:09, 1873 ნახვა
სამართალი
განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული გ.ა. დამნაშავედ ცნო. როგორც „ექსპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2018 წლის 20 მაისს, ქალაქ თელავში, ერთ-ერთ სასაფლაოს ტერიტორიაზე გ.ა-ს შელაპარაკება მოუხდა გ.ბ.-სთან, რა დროსაც შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, დანით თავის, წელისა და გულმკერდის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო, მძიმე ხარისხის სამი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დროული სამედიცინო ჩარევის შედეგად გ.ბ-ს სიცოცხლის შენარჩუნება მოხერხდა. „სამართალდამცველებმა გ.ა. 2018 წლის 20 მაისს ქ.თელავში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19,108 მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თელავის რაიონულმა სასამართლომ გ.ა დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)