|
2018-11-15 17:03:26, 2398 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი ბანკის“ ერთგული ბარათების აქცია დაიწყო
თიბისი ბანკმა „ერთგული" ბარათის მომხმარებლებისთვის სპეციალური აქცია - „10=10=10" დაიწყო. აქციის ფარგლებში, ყველა მომხმარებელი, ვინც 7 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით "ერთგული" ბარათით მინიმუმ 10 ლარის გადახდას 10-ჯერ განახორციელებს, 10 ერთგული ქულით დასაჩუქრდება. გარდა ამისა, „ერთგული" ბარათის ის მომხმარებელი, რომელიც ერთი დღის განმავლობაში ყველაზე მეტ ტრანზაქციას განახორციელებს, 1000 ერთგული ქულის მფლობელი გახდება. აქციაში ჩართვა ძალიან მარტივია. მასში მონაწილეობას ავტომატურად იღებს „ერთგული" და „პრაიმ" ბარათის ნებისმიერი მფლობელი (მათ შორის უკონტაქტო საკრედიტო სტიკერი), რომელიც თახნას თიბისის ტერმინალით გადაიხდის. აქციის ფარგლებში, 10 ქულის მოგება მაქსიმუმ 10-ჯერ არის შესაძლებელი. „ერთგული" თიბისი ბანკის ლოიალობის პროგრამაა, რომელიც მომხმარებელს ყოველდღიურად უამრავ აქციას სთავაზობს. ქულები თიბისი ბანკის ნებისმიერ პოს-ტერმინალში გადახდისას გროვდება. „ერთგულით" დაგროვებული 1 ქულა=1ლარს. პარტნიორ ობიექტებში შესაძლებელია დახარჯული თახნის 15%-მდე ქულების დაგროვება. დაგროვებული ქულების განაღდება მომხმარებლებს 150-მდე პარტნიორ სავაჭრო ობიექტში შეუძლიათ. აქციის, ასევე „ერთგული" ბარათის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://www.ertguli.ge/Offers/View/834.
(NS)
გერმანია გეგმავს რუსეთის დადანაშაულებას ლაიფციგში ტერორისტული თავდასხმის დაგეგმვაში და „ფართომასშტაბიანი სანქციების“ დაწესებას
ოკუპირებულ აფხაზეთში, რიწის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსი ტურისტების ჯგუფს სცემეს
კიევის ბუჩას რაიონში რუსული თავდასხმის შედეგად 37 ადამიანი დაიღუპა.
გეგელია: ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს, საქართველოში ეძებენ ნავსაყუდელს
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
კიევის ბუჩას რაიონში რუსული თავდასხმის შედეგად 37 ადამიანი დაიღუპა.
ზელენსკიმ რუსეთის მასშტაბით დღეში 1000 დრონის გაშვება ბრძანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)