|
2018-11-15 16:45:23, 615 ნახვა
რეგიონი
შუახევში მეწარმეებს ბიზნესომბუდსმენი შეხვდა
საქართველოს ბიზნესომბუდსმენის წარმომადგენელი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ტარიელ გიორგაძე, აჭარის ა.რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მოადგილე ასლან ლორთქიფანიძე, თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) ბათუმის საინფორმაციო ცენტრის ექსპერტი ეკატერინე თარგამაძე შუახევში მეწარმეებსა და მერიის თანამშრომლებს შეხვდა. შეხვედრას შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, მერის მოადგილეები ომარ ტაკიძე და რუსუდან შავაძე ესწრებოდნენ.
ბიზნესომბუდსმენის წარმომადგენელმა და DCFTA ექსპერტმა შეხვედრის მონაწილეებს თავიანთი საქმიანობის შესახებ პრეზენტაციები წარუდგინეს და დაურიგეს ფლაერები. მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშემწყობ სახელმწიფო პროგრამებზე ისაუბრა ასსპა-ს თავმჯდომარის მოადგილემ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. შეხვედრის ორგანიზატორებმა მეწარმეებს თავიანთ საქმიანობაში მხარდაჭერა და პრობლემების გადაჭრის მიზნით დახმარება აღუთქვეს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|






epn.ge (@expressnews.ge)