|
2018-11-15 14:52:40, 1885 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი ივანიშვილისა და კობახიძის ფოტოებით დაბეჭდილ მის სარეკლამო ბილბორდებზე კომენტარს არ აკეთებს
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მის საარჩევნო ბილბორდებზე ბიძინა ივანიშვილისა და პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ფოტოების გამოჩენაზე კომენტარს არ აკეთებს. ზურაბიშვილმა, რომელიც დამწვრობის ეროვნულ ცენტრში ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების დროს დაშავებულების მოსანახულებლად მივიდა, აღნიშნა, რომ ხსენებულ ფაქტზე კომენტარის გაკეთების დრო და ადგილი არაა. „ამის ადგილი არ არის, სულ სხვა რამისთვის მოვედი. აქ ვარ ადამიანი დღეს, დღეს ვარ მოსული როგორც ადამიანი, როგორც ქალი, როგორც დედა,“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ცნობისთვის, ქუჩაში სარეკლამო ბანერებზე, მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ახალი ბანერები გამოჩნდა, რომლებზეც მხოლოდ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არიან გამოსახული. აღნიშნულ ფაქტს მოგვიანებით ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გამოეხმაურა. პრემიერი ზურაბიშვილის ბანერზე ივანიშვილის გამოსახვაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს. „ქართული ოცნება“, მისი პოლიტიკური გუნდი მხარს უჭერს დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს. შესაბამისად, ბუნებრივია, თითოეული ჩვენგანი, მათ შორის პარტიის დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი აქტიურად მონაწილეობს წინასაარჩევნო კამპანიაში, აქ განსაკუთრებული არაფერი არ არის“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)