07:20 - 22 Oct, 2026
|
2018-11-15 13:03:12, 578 ნახვა
რეგიონი
შუახევში სასოფლო გზების მოწესრიგება მიმდინარეობს
შუახევში, შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია ეტაპობრივად ხორციელდება. შუახევის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობდა. ბეტონის საფარის მოწყობა პრობლემურ მონაკვეთებზე დასრულდა: დღვანში ვაკის უბანში მოეწყო 50 მ ბეტონის საფარი; შუბანში სკოლასთან მისაასვლელ გზაზე მოეწყო 30 მ ბეტონის საფარი; ოლადაურში, ჯუმუშაურის უბანში მოეწყო 100 მ ბეტონის საფარი; მახალაკიძეებში, ფეთაურის უბანში მოეწყო 100 მ ბეტონის საფარი; ტომაშეთის სკოლასთან მისასვლელ გზაზე მოეწყო 100 მ ბეტონის საფარი. სამუშაოებს ხუთივე ლოკაციაზე შპს ,,გორა+“ აწარმოებდა. პროექტების საერთო ღირებულება 30 131 ლარია. გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)