|
2018-11-14 17:18:54, 796 ნახვა
რეგიონი
დიაბეტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ბათუმის ენდოკრინოლოგიის ცენტრში უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდა
14 ნოემბერი დიაბეტის მსოფლიო დღეა. თარიღთან დაკავშირებით ბათუმის ენდოკრინოლოგიის ცენტრში უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდა. აქციის ფარგლებში, დიაბეტის რისკ ჯგუფის მქონე პაციენტებს (ჭარბი წონა, დამძიმებული მემკვიდრეობა) ჩაუტარდათ სკრინინგი და გლუკოზის დონის განსაზღვრა სისხლში. კლინიკამ რამდენიმე პაციენტს გადასცა გლუკომეტრის აპარატი. სახელმწიფო ახორციელებს დიაბეტის მართვის პროგრამას, რომლის მიზანია შაქრიანი და უშაქრო დიაბეტით დაავადებული პაციენტების ამბულატორიული მეთვალყურეობის გაუმჯობესება, შესაძლო გართულებების პრევენცია და სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა. პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://ssa.gov.ge/index.php?lang_id=&sec_id=813 ► საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ფინანსდება ენდოკრინოლოგის კონსულტაცია ► ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამით ფინანსდება მეორე ტიპის დიაბეტის მედიკამენტები: • მეტფორმინი • გლიმეპირიდი • გლიკლაზიდი ⤵ დიაბეტის შესახებ ვრცელი ინფორმაცია იხილეთ აქ
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)