04:24 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-14 15:42:35, 561 ნახვა

რეგიონი
ბათუმში თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი „მისამართი“ გაიმართება

17-18 ნოემბერს, ბათუმი უმასპინძლებს თანამდროვე ხელოვნების ფესტივალს „მისამართი“.

ფესტივალის ფარგლებში ბათუმში მდებარე 6 საცხოვრებელი კორპუსი გადაიქცევა საგამოფენო სივრცეებად. ლიფტი, სადარბაზო, აივანი, საძინებელი, აბაზანა  იქნება სივრცეები, სადაც ხელოვანები წარადგენენ საკუთარ ნამუშევრებსა და შეასრულებენ პერფორმანსებს. 

ფესტივალის მიზანია თანამედროვე ხელოვანებისა და ბათუმის მაცხოვრებლების უფრო მჭიდრო დაკავშირება. შესაბამისად, ფესტივალის ერთ-ერთ მთავარ სამიზნე აუდიტორიას აღნიშნული კორპუსების მეზობლები წარმოადგენენ. ფესტივალის განმავლობაში, მათ ექნებათ საშუალება დაესწრონ გამოფენებსა და არტ-პერფორმანსებს, გარდა ამისა გაესაუბრონ ხელოვანებს მათი ნამუშევრების შესახებ. თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი „მისამართი“ წელს პირველად ტარდება და მასში  9 ხელოვანი სხვადასხვა პროექტითაა წარმოდგენილი. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics