|
2018-11-14 15:01:22, 3364 ნახვა
სამართალი
ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი: მაღალი დონის ელიტური კორუფცია საქართველოში სერიოზულ პრობლემად რჩება
„ევროკავშირი აღიარებს საქართველოს მიღწევებს დაბალი და საშუალო დონის კორუფციასთან ბრძოლაში, რამაც კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველოს მაჩვენებელი გააუმჯობესა", - ამის შესახებ ევროპარლამენტის მიერ მომზადებულ ანგარიშშია ნათქვამი „ასოცირების ხელშეკრულების" შესრულების შესახებ, რომელსაც ევროპარლამენტი კენჭს დღეს უყრის. თუმცა, ანგარიშში ხაზგასმულია, რომ მაღალი დონის ელიტური კორუფცია საქართველოში სერიოზულ პრობლემად რჩება. ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ანტიკორუფციული სტრატეგია და მისი სამოქმედო გეგმა მიიღოს და უზრუნველყოს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ანტიკორუფციული სააგენტო დამოუკიდებელი, პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი უწყება უნდა იყოს, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შემადგენლობაში არ იქნება. დოკუმენტში ნათქვამია, რომ მნიშვნელოვანია პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების გამიჯვნა. აგრეთვე ანიშნულია, რომ კორუფციასთან ბრძოლას დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა და მაღალი დონის კორუფციის შემთხვევების გამოძიებების პრაქტიკა სჭირდება, რაც ქვეყანას ჯერ არ აქვს. ანგარიშში საუბარია სამართალდამცავთა მხრიდან ჩადენილი დანაშაულების გამოძიების საკითხზეც და ხაზგასმულია, რომ ასეთი დანაშაულების გამოსაძიებლად სრულიად დამოუკიდებელი მექანიზმის შექმნაა აუცილებელი. აქვე დოკუმენტში მითითებულია რომ ეს მექანიზმი პროკურატურისგან დამოუკიდებელი უნდა იყოს. გარდა ამისა, მომზადებულ პროექტში საუბარი საქართველოში მცხოვრებ თურქეთის მოქალაქეებსაც შეეხო. კერძოდ, „ევროკავშირი უკიდურესად შეწუხებულია იმ წნეხის გამო, რომელსაც თურქეთი საქართველოში მცხოვრებ მის მოქალაქეებზე ახორციელებს, ასევე საგანამანთლებლო დაწესებულებებზე, როგორიცაა „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი“. ანგარიშში აღნიშნულია, რომ უნივერსიტეტზე წნეხი სავარაუდოდ გიულენის მოძრაობასთან კავშირის გამო ხორციელდება. ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ეს შემთხვევა კარგად შეისწავლოს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)