11:28 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-14 14:25:56, 1144 ნახვა

პოლიტიკა
თეა წულუკიანმა ხორვატიის მთავარ პროკურორთან დამოუკიდებელი პროკურატურის უპირატესობა და გამოწვევები განიხილა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ხორვატიაში შეხვედრებს განაგრძობს. თეა წულუკიანი ხორვატიის მთავარ პროკურორს შეხვდა და ევროკავშირის წევრ ქვეყანაში  პროკურატურის მუშაობის სპეციფიკას გაეცნო.

პროკურატურის ოფისი ხორვატიაში, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყანაა, სრულიად დამოუკიდებელია როგორც აღმასრულებელი, ისე სასამართლო ხელისუფლებისაგან. ამ მოდელის გაცნობა საქართველოსთვის საინტერესო და მნიშვნელოვანია, რადგან საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს პროკურატურა სრულიად დამოუკიდებელი ხდება.

„ხორვატიის მთავარი პროკურორის ოფისი, როგორც ინსტიტუცია, აბსოლუტურად დამოუკიდებელია   როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლებისაგან. მნიშვნელოვანია, რომ ხორვატია, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ამ ინსტიტუტის დამოუკიდებლობისთვის მრავალი წელი მუშაობდა და, მიუხედავად ამისა, მათთვის საინტერესოა, როგორ ქმნის საქართველო საპატიმროში, ჯარსა და სხვა სტრუქტურებში შესაძლო არაადამიანურ მოპყრობებზე რეაგირებისათვის დამოუკიდებელ საგამოძიებო მექანიზმს", − განაცხადა თეა წულუკიანმა.

თეა წულუკიანმა მთავარ პროკურორს სახელმწიფო ინსპექტორის ფუნქციები გააცნო. სახელმწიფო ინსპექტორი წამებისა და არასათანადო მოპყრობის იმ შემთხვევებს გამოიძიებს, რომლებიც სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლების მიერ იქნება ჩადენილი; გააკონტროლებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერებას, აგრეთვე, ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ საქმიანობას. ის ისარგებლებს  ხელშეუხებლობის მაღალი ხარისხით, დამოუკიდებლობით ყველა თანამდებობის პირისა და ოფიციალური ორგანოსაგან; თავისუფლებით პროფესიული საიდუმლოების შესახებ ჩვენების მიცემის ვალდებულებისაგან, მათ შორის, ინსპექტორის თანამდებობაზე ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგაც.

თეა წულუკიანმა ხორვატ კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა პროკურატურის ინსტიტუციური დამოუკიდებლობისათვის გადადგმული ნაბიჯების შესახებ. მისი თქმით, პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს სისტემის ნაწილია, რომელსაც იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობდა. იუსტიციის სამინისტროში მომზადებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა ახლებურად განსაზღვრა პროკურატურის ადგილი სახელისუფლებო სისტემაში, რამაც უწყების დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის საკანონმდებლო საფუძვლები შექმნა. დღეისათვის  პროკურატურის საერთო ხელმძღვანელობას იუსტიციის მინისტრი  საპროკურორო საბჭოს მეშვეობით ახორციელებს, მთავარი პროკურორის დანიშვნის უფლებამოსილება კი, გადანაწილდება საპროკურორო საბჭოზე, მთავრობასა და პარლამენტზე. მთავარი პროკურორი 6 წლის ვადით აირჩევა. მისი ვადამდე გათავისუფლება მოხდება მის ქმედებაში სისხლის სამართლის დანაშაულის გამოვლენის ან სერიოზული დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში. 

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ პროკურატურა მთლიანად დამოუკიდებელი გახდება იუსტიციის სამინისტროს სისტემისაგან.

თეა წულუკიანის ვიზიტი ხორვატიაში ორდღიანია. მინისტრი უკვე შეხვდა თავის ხორვატ კოლეგასა და საჯარო ადმინისტრირების მინისტრს. შეხვედრები დაგეგმილია, აგრეთვე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესა და  ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის ხელმძღვანელთან.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics