11:28 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-14 13:39:26, 1388 ნახვა

პოლიტიკა
„თქვენ კომიტეტის სხდომაზე ხართ თუ მიტინგზე?“ - კახიძესა და ბესელიას შორის შელაპარაკება მოხდა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, „ევროპული საქართველოს“ წევრის, ოთარ კახიძესა და კომიტეტის თავმჯდომარეს, ეკა ბესელიას შორის დაპირისპირება მოხდა.

„ევროპული საქართველოს“ წევრებმა ბესელიას მიმართეს, თუ რატომ არ არის დღის წესრიგში მათ მიერ მომზადებული დადგენილების პროექტი, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე რეკომენდაციების გაცემას შეეხება.

მათი თქმით, მმართველი გუნდი ამ პროცესს შეგნებულად, პოლიტიკური მოტივებით აჭიანურებს, რადგან ხელს აფარებს რეალურ დამნაშავეებს.

„ბიურომ იურიდულ კომიტეტს დააწერა როგორც ტყის კოდექსი, ისე დადგენილების პროექტი. თქვენ დღის წესრიგში ჩასვით ტყის კოდექსი, ვერ მოემზადეთ, ეხლა ეს არგუმენტი ვერ მიიღება უბრალოდ ქალბატონო ეკა. პროკურატურის სააპელაციო საჩივარი ქალბატონო ეკა ეხება გ. ბ.-ს მსჯავრდებას დავით სარალიძის მკვლელობისთვის, ამიტომ ჩვენ ვსაუბრობთ, რომ მ.კ.-ს უნდა წარედგინოს ბრალი“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

კომიტეტის თავმჯდომარემ კი კახიძისთვის მიკროფონის გამორთვა მოითხოვა.

„გამოურთეთ მიკროფონი! რამდენიმე დღე მაინც უნდა იმუშაონ სპეციალისტებმა და უნდა მოამზადონ საკითხი. მოუმზადებლად საკითხის გამოტანა არ არის არც კორექტული, არც სწორი, არც მართებული, ამიტომ არც ვადას ვარღვევთ, არც პროცედურას ვარღვევთ. რატომ უნდა ყოფილიყო დღეს დღის წესრიგში შეტანილი, მე არ მესმის. ყურადღება, უკაცრავად, თქვენ აქ კომიტეტის სხდომაზე ხართ თუ მიტინგზე ხართ მოსული?! პასუხი მიიღე ოთარ და საკმარისია, არ ხარ პატარა ბავშვი რომ არ ხვდებოდე, რას გელაპარაკები“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics