11:28 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-14 12:41:24, 1609 ნახვა

პოლიტიკა
ნორვეგია რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ განხორციელებულ აგრესიას და ხელოვნური ბარიერების გავლებას გმობს

"ნორვეგია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და გმობს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს მიმართ განხორციელებულ აგრესიას, მათ შორის საოკუპაციო ხაზზე ხელოვნური ბარიერების გავლებას და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებს", - ამის შესახებ ნორვეგიის სახელმწიფო მინისტრმა აუდუნ ჰალვორშენმა, ნორვეგიის საგარეო ურთიერთობათა ინსტიტუტში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 
 
„2008 წლის აგვისტოში მსოფლიო შოკში ჩააგდო საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა. ათი წლის შემდეგ, ვითარება კვლავ გადაუწყვეტელია. აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეგიონები კვლავ რჩება გამოყოფილი საქართველოს დანარჩენი ნაწილისგან. რუსეთს კვლავაც არ მოუხდენია 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების იმპლემენტაცია, რომელიც მოითხოვს რუსეთის ჯარების გაყვანას საქართველოს ტერიტორიიდან. პირიქით,  საქართველოს მიწაზე გაიზარდა რუსეთის შეიარაღებული ძალების ყოფნა. აღნიშნულ რეგიონებსა და საქართველოს დანარჩენ ტერიტორიას  შორის გრძელდება ხელოვნური ბარიერების აღმართვა. ნორვეგია სრულიად  უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ოცდამეერთე საუკუნეში  არ უნდა არსებობდეს  გავლენის მოხდენის მცდელობები. ქვეყნის  უფლებაა აირჩიოს მისი მომავალი, რომელიც არ უნდა იქნას გადაწყვეტილი მისი გეოგრაფიული მდებარეობით და ქვეყნის  ბედი არ უნდა გადაწყვიტონ  მისმა მეზობლებმა. აღნიშნული ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ნორვეგიისთვის, ასევე საქართველოსთვის", - განაცხადა მდივანმა. 
 
ნორვეგიის სახელმწიფო მინისტრმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს რეფორმების კურსს და ქვეყნის ევროინტეგრაციის მისწრაფებას, მისი განცხადებით ნორვეგია გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას რეფორმების განხორციელების გზაზე „საქართველო არის ევროპული ოჯახის ღირებული წევრი. მივესალმებით მის მისწრაფებას გახდეს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ორგანიზაციების წევრი. ნორვეგია გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას რეფორმების განხორციელების გზაზე, რათა ჩვენი საერთო  ღირებულებები, პრაქტიკულ რელობაში აისახოს ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ"-განაცხადა აუდინ ჰალვორშენმა. მან ხაზი გაუსვა ნორვეგია-საქართველოს სანიმუშო თანამშრომლობას, რომელიც მისი განცხადებით ყველა სფეროში წარმატებით ვითარდება, ამის გამოხატულებად სახელმწიფო მდივანმა თბილისში ნორვეგიის საელჩოს გახსნის გადაწყვეტილება მოიტანა. 
 
ნორვეგიის ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა ასევე საქართველოს საგარეო სამეთა მინისტრმა. დავით ზალკალიანმა ისაუბრა რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავზე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე, ადამიანის უფელებების დარღვევის უხეშ ფაქტებზე და საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკაზე.
 
ნორვეგიის საგარეო ურთიერთობათა ინსტიტუტში საჯარო ლექცია თემაზე „10 years after the Russian-Georgia war Geopolitics of the South Caucasus and Black Sea Regions" საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დვაით ზალკალიანის ნორვეგიაში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics