|
2018-11-14 12:39:15, 1148 ნახვა
პოლიტიკა
პარიზში ქართულ-ფრანგულ-გერმანული სამკუთხედის ფორმატში პირველი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართება
პარიზში ქართულ-ფრანგულ-გერმანული სამკუთხედის ფორმატში პირველი სამმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართება. ქართული მხრიდან სამმხრივ კონსულტაციებს უხელმძღვანელებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი. საფრანგეთის დელეგაციას - ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს კონტინენტური ევროპის დეპარტამენტის დირექტორი ფლორანს მანჟანი, ხოლო გერმანულ მხარეს წარმოადგენდა საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს სპეციალური წარმომადგენელი აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში მიხაელ ზიბერტი. ვახტანგ მახარობლიშვილის განცხადებით, კონსულტაციების ფარგლებში, ყურადღება დაეთმობა სამივე ქვეყნისთვის აქტუალურ სტრატეგიულად მნიშვნელოვან თემებს, ასევე ქართული მხარისთვის პრიორიტეტულ საგარეო პოლიტიკურ საკითხებს, რაშიც საფრანგეთისა და გერმანიის პოზიციები, მხარდაჭერა და ამ ქვეყნებთან კოორდინირებული მუშაობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. „ეს მართლაც უპრეცენდენტო შემთხვევაა, რადგან პირველად, საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალი დონის წარმომადგენლების დონეზე ვმართავთ მნიშვნელოვან კონსულტაციებს ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, ევროკავშირის და ნატო-ს ყველაზე მთავარ წევრებთან. კონსულტაციები იქნება ყველა იმ სტრატეგიულად მნიშვნელოვან თემებზე, რომელიც აქტუალური და მნიშვნელოვანია ევროპის კონტექსტში, დაწყებული ჰიბრიდული საფრთხეებით დამთავრებული იმ კონფლიქტებით, რომელიც არსებობს ევროპაშიც და ევროპის გარეთაც. რა თქმა უნდა, ასევე საუბარი გვექნება რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის თემატიკაზე და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე. ვფიქრობ, რომ ეს ღონისძიება მართლაც ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საქართველო, ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორების მხრიდან, აღიქმება როგორც რეგიონში სანდო პარტნიორი და როგორც დასაყრდენი ძალა ევროპის ამ ნაწილში. ბუნებრივია, ეს ხაზს უსვამს იმ ფაქტსაც, რომ ჩვენი პარტნიორები მიესალმებიან იმ დინამიკას, იმ პროცესებს, რომელიც მიმდინარეობს საქართველოს განვითარების კუთხით", - განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა. აღსანიშნავია, რომ ქართულ-ფრანგულ-გერმანული სამკუთხედის ფორმატში სამმხრივი კონსულტაციების ინიციატივა ქართულ მხარეს ეკუთვნის. აღნიშნული იდეა 2016 წლის დეკემბერში თბილისში პირველად ჩატარებული გერმანულ-ფრანგული რეგიონული ამბასადორიალის ფარგლებში გაჩნდა. ჯერ კიდევ 2016 წელს რეგიონული ამბასადორიალის თბილისში ჩატარება, ხოლო ახლა კი ქართულ-ფრანგულ-გერმანული სამკუთხედის ფორმატში პირველი სამმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების გამართვა ხაზს უსვამს ევროკავშირის ამ ორი წამყვანი სახელმწიფოს განსაკუთრებულ ინტერესს საქართველოსადმი. ფორმატი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტს ევროპის ქვეყნებთან, მათ შორის, საფრანგეთის რესპუბლიკასა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება წარმოადგენს. გასული წლების გამოცდილებამ მკაფიოდ აჩვენა, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის კონკრეტული მიმართულებებით წარმატება მნიშვნელოვანწილად საფრანგეთისა და გერმანიის მხრიდან მხარდაჭერით იყო და არის განპირობებული. საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილი ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები საფრანგეთთან. შეხვედრაზე მხარეები განიხილავენ დიმიტრი ამილახვარის სახელობის ფორმატს და იმ თანამშრომლობის საკითხებზე, რომელიც გვაქვს თავდაცვის, განათლებისა და კულტურის სფეროებში, ეკონომიკური და სავაჭრო მიმართულებით. ასევე, დაგეგმილია მინისტრის მოადგილის მონაწილეობა ქართულ კვირეულში, რომელიც მიძღვნილი იქნება ქართული ღვინისა და კულინარიის თემატიკისადმი.
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)