|
2018-11-13 17:52:08, 1873 ნახვა
ეკონომიკა
მაჭავარიანი: გაზრდილია საინვესტიციო პროდუქციის იმპორტი, რაც კერძო სექტორის მიერ ინვესტიციების ზრდას უკავშირდება
გაზრდილია საინვესტიციო პროდუქციის იმპორტი, რაც კერძო სექტორის მიერ ინვესტიციების ზრდას უკავშირდება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა. მისი განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი წვლილი აქვს საგარეო ვაჭრობის ტენდენციებს. „აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში, შეინიშნება ჩვენი პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ზრდა. 2017 წელს ექსპორტი 30%-მდე გაიზარდა, მიმდინარე წლის 9 თვეში ზრდა 26%-ზე მეტია. აღსანიშნავია, რომ ექსპორტის ზრდა გამოიწვია საერთაშორისო ბაზარზე საექსპორტო პროდუქციის ფასების მატებამ, თუმცა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ექსპორტირებული პროდუქციის რაოდენობაც. იმპორტში ზრდა 18%-ზე მაღალია. თუმცა, ამ შემთხვევაში, ზრდა ძირითადად, გამოწვეულია იმპორტირებულ პროდუქტებზე საერთაშორისო ბაზარზე ფასების ზრდით. იმპორტის რეალური ზრდა 1 პროცენტზე ნაკლებია. იმპორტის დაბალი რეალური ზრდა, მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებში, მაშინ როდესაც რეალური ექსპორტი მაღალი ტემპებით იზრდება - ეს არის დასტური იმისა, რომ იზრდება ქართული პროდუქციის საერთაშირისო კონკურენტუნარიანობა", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.
(NS)
ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე გირაოთი გაათავისუფლეს
დაჯგუფების წევრები ქალის სახელით ეცნობოდნენ მამაკაცებს, შემდეგ სცემდნენ და ძარცვავდენ - პოლიციამ 7 პირი დააკავა
კახა კალაძე „რიყის დოქების“ შესახებ - დამალულად არაფერი ხორციელდება
გვარამია - ნორმად განმარტების იმ სისტემით, რომელსაც მოსარჩელე გვთავაზობს, ასაკრძალი თავად „ქართული ოცნებაა"
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)