|
2018-11-13 17:02:15, 1569 ნახვა
ეკონომიკა
მაჭავარიანი: ჩვენ ვართ რეფორმატორი მთავრობა - ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების მიზნით რეფორმები საერთაშორისო რეიტინგებში აისახა
ჩვენ ვართ რეფორმატორი მთავრობა - ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული რეფორმები აისახა საერთაშორისო რეიტინგებში, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა პარლამენტის სესიაზე 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა. „ორის კვირის წინ, გამოქვეყნდა ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული, მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების სიმარტივის" რეიტინგი, სადაც კიდევ გავაუმჯობესეთ ჩვენი პოზიციები და მე-6 ადგილზე გადავინაცვლეთ. საქართველო არის ევროპაში მე-2 ადგილზე დანიის შემდეგ. მე-6 ადგილი ეს არის ელიტარული ადგილი, რომელიც საერთაშორისო ინვესტორების მსოფლიო რუკაზე საქართველოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინტერესის ცენტრად აქცევს", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი გაუმჯობესება მსოფლიო ბანკის მმართველობის ინდიკატორებში. „ჩვენ აღარ ვსაუბრობთ, რომ ყველა მაჩვენებლით ლიდერი ვართ რეგიონში. მმართველობის ამ ხარისხობრივი მაჩვენებლებით, საქართველო ღირსეულად იმკვიდრებს ადგილს ევროპის ქვეყნებს შორის. მთავრობის ეფექტიანობის რეიტინგში ვუსწრებთ არა მხოლოდ ჩვენი რეგიონის ყველა ქვეყანას, არამედ ევროპის ზოგიერთ ქვეყანასაც (სერბეთი, რუმინეთი ბულგარეთი, მონტენეგრო) კორუფციის კონტროლის რეიტინგში ვუსწრებთ ევროპის ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა: პოლონეთი, ლიტვა, ლატვია, ხორვატია, რუმინეთი. რეგულირების ხარისხის რეიტინგში 39-ე ადგილზე ვართ და ვუსწრებთ ისეთ ქვეყნებს როგორიცაა: პოლონეთი, ბულგარეთი, სლოვენია, რუმინეთი, ხორვატია. კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი რეიტინგი - საქართველო გადასახადების სიმცირის მიხედვით არის მსოფლიოში მე-3 ადგილზე. დამეთანხმებით, რომ ეს არის ძალიან დიდი მიღწევა. გადასახადების სიმცირე იზომება მსოფლიო ბანკის მთლიანი გადასახადების განაკვეთის ინდიკატორით (ე.წ.ჩვენ ამ რეიტინგში გვისწრებს ორი მცირე სახელმწიფო ბრუნეი და ვანუატუ. თუ არ ჩავთვლით ამ მცირე სახელმწიფოებს შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო არის მსოფლიოში პირველ ადგილზე. ბუნებრივია ყველას გვესმის, რომ ყველა ამ მიმართულებით შედეგები თავისით არ მოსულა. ეს არის იმ რეფორმების შედეგი, რომელსაც საქართველოს მთავრობა ატარებს ბოლო წლების განმავლობაში", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა. კიდევ ერთი რეიტინგი, რომელზედაც ფინანსთა მინისტრმა გაამახვილა ყურადღება, რომელსაც ინვესტორები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, არის ღია ბიუჯეტის ინდექსი, რამდენად გამჭვირვალედ მართავს მთავრობა სახელმწიფო ფინანსებს. საქართველომ ამ რეიტინგში ასევე, მნიშვნელოვანი შედეგი აჩვენა და 82 ქულით მსოფლიოში მე-5 ადგილი დაიკავა. მისი თქმით, ევროპის ქვეყნებიდან საქართველოზე უკეთესი შეფასება აქვთ მხოლოდ შვედეთს და ნორვეგიას.
(NS)
გერმანია გეგმავს რუსეთის დადანაშაულებას ლაიფციგში ტერორისტული თავდასხმის დაგეგმვაში და „ფართომასშტაბიანი სანქციების“ დაწესებას
ოკუპირებულ აფხაზეთში, რიწის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსი ტურისტების ჯგუფს სცემეს
კიევის ბუჩას რაიონში რუსული თავდასხმის შედეგად 37 ადამიანი დაიღუპა.
გეგელია: ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს, საქართველოში ეძებენ ნავსაყუდელს
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
კიევის ბუჩას რაიონში რუსული თავდასხმის შედეგად 37 ადამიანი დაიღუპა.
ზელენსკიმ რუსეთის მასშტაბით დღეში 1000 დრონის გაშვება ბრძანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)