04:24 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-13 17:00:33, 796 ნახვა

რეგიონი
შეხვედრა თურქეთის ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს წარმომადგენლებთან

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს (DEIK) წარმომადგენლებთან  გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. 

შეხვედრაზე მხარეებმა დადებითად შეაფასეს ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური და ტურიზმის სფეროში  არსებული ურთიერთობების დინამიკა. აღინიშნა, რომ თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, ხოლო თურქეთის კერძო სექტორი საქართველოს ეკონომიკაში ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორი. ყოველწლიურად მზარდია ქვეყნებს შორის ვაჭრობის მაჩვენებელი.

,,მისასალმებელია, რომ ჩვენს ქვეყნებს დიდი ინტერესი გააჩნიათ ეკონომიკის სფეროში არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების. მინდა ხაზი გავუსვა ორი ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობის მნიშვნელობას, როგორც სავაჭრო, სატრანსპორტო და ენერგეტიკული მაკავშირებლის როლს რეგიონში. ამ დერეფნის პოტენციალის ეფექტური გამოყენება უმნიშვნელოვანესია ჩვენი სახელმწიფოების მრავალმხრივი განვითარებისათვის" - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

შეხვედრას ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე ესწრებოდნენ.

თურქეთის დელეგაციას DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ იანგინი ხელმძღვანელობდა. დელეგაციაში ასევე თურქეთის გენერალური კონსული ბათუმში მაქბულე ქოჩაკი და საბჭოს სხვა წევრები იმყოფებოდნენ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics