11:03 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-13 15:18:39, 1800 ნახვა

პოლიტიკა
საჯარო რეესტრში განხორციელებულ რეფორმებს სამხრეთ კორეის დელეგაცია გაეცნო

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სასწავლო ვიზიტით სამხრეთ კორეის  დელეგაცია სტუმრობს.  სასწავლო ვიზიტის მიზანი უძრავი ქონების რეგისტრაციის სფეროში საქართველოს, როგორც ტოპ-რეფორმატორი ქვეყნის გამოცდილების გაზიარებაა.

დელეგაცია კორეის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს სარეგისტრაციო ბიუროს შემადგენლობით  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ივანე ცარციძემ  მიიღო. მან სტუმრებს ქონების რეგისტრაციის  მიმართულებით განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები, გამარტივებული სარეგისტრაციო პროცედურები და ელექტრონული სერვისები წარუდგინა.

დელეგაციის წევრები განსაკუთრებით საჯარო რეესტრის იმ მიღწევებით   დაინტერესდნენ,  რომლითაც საქართველო ბოლო წლებია მოწინავე პოზიციებს ინარჩუნებს "მსოფლიო ბანკის "Doing Business" რეიტინგში.  შეხვედრაზე უწყებებს შორის სამომავლო თანაშრომლობის პერსპექტივებზეც ისაუბრეს.

ვიზიტის ფარგლებში,  დელეგაციის წევრებმა  თბილისის იუსტიციის სახლიც დაათვალიერეს და საჯარო რეესტრის  სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნენ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
უნგრეთის პარლამენტზე 12 წლის შემდეგ ევროკავშირის დროშა გადმოფინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics