11:03 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-13 14:30:49, 1301 ნახვა

პოლიტიკა
ლევან იზორიამ აშშ-ის არმიის ტრანსპორტირების სარდალს უმასპინძლა

თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ტრანსპორტირების სარდლობის მეთაურს გენერალ  სტივენ ლაიენსს უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა ვაზიანის სამხედრო აეროდრომის ერთობლივად განვითარების შესაძლებლობა  განიხილეს.

„ამ აქტიურობით ჩვენ გვსურს გავაფართოვოთ თანამშრომლობა და ინიციატივა, რომელიც ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში წარვადგინეთ, კერძოდ, ნატო-საქართველოს მზაყოფნის ცენტრის შექმნა ვაქციოთ რეალობად და სწორედ, ამ რეალობას სჭირდება ადეკვატური ინფრასტრუქტურა, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება სამხედრო აეროდრომის განვითარება“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საუბრის ძირითად თემებს აშშ-საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობა, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, ერთობლივი ამბიციური პროექტის - საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) განხორციელება წარმოადგენდა.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი დაესწრნენ.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის არმიის ტრანსპორტირების სარდლობის მეთაური საქართველოს პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს შეხვდება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
უნგრეთის პარლამენტზე 12 წლის შემდეგ ევროკავშირის დროშა გადმოფინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics