18:32 - 20 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-13 15:32:33, 488 ნახვა

საზოგადოება
ქარელში მოსახლეობა ნავთობისა და გაზის კორპორაციის საქმიანობას ეწინააღმდეგება

ქარელში სოფელ არადეთში ნავთობისა და გაზის კორპორაციას სოფლის საკუთრებაში არსებულ მიწაზე გაზსადენი მილი გაჰყავს.

სოფლის მოსახლეობა აცხადებს, რომ ასობით ჰექტარის ნათესები განადგურების საფრთხის წინაშეა.

ადგილობრივების ინფორმაციით, კორპორაციასთან კონტრაქტი 2012 წელს გააფორმეს, თუმცა სამუშაოების შესახებ ორგანიზაციას ისინი წინასწარ უნდა გაეფრთხილებინა და პროექტის განხორციელება მოსავლის აღების შემდეგ უნდა დაწყებულიყო, გაზაფხულისთვის კი მიწები დასამუშავებლად სოფელს დაბრუნებოდა.

„2012 წელს დაგვიდო გაზის კომპანიამ ხელშეკრულება იმ პირობით, რომ მოსავალს ავიღებდით, შემოდგომაზე გაატარებდნენ ტექნიკას, ჩადებდნენ გაზის მილს და გაზაფხულზე ჩაგვაბარებდნენ იგივე მიწას, სადაც შეგვეძლება მოსავლის მოყვანა. ახლა ჩვენ გაუფრთხილებლად სამი წლის შემდეგ ჩამოვიდნენ, ხალხმა ბანკიდან ვალები აიღო, დაამუშავა ყველაფერი და მოსულ მოსავალს აფუჭებენ“, - აცხადებს სოფლის მოსახლეობა.

ადგილობრივი ხელისუფლებისა და გაზის კორპორაციის განცხადებით, სამუშაოები ორშაბათამდე არ განახლდება. მანამდე კი ადგილობრივებთან კომპენსაციაზე მოლაპარაკებებს გამართავენ.

„ამ პერიოდისთვის ხელმეორედ ითვლება კულტურათა ფასთა სხვაობა და მოსახლეობას ის თანხები გადაეცემა. რაღაც გაუგებრობაა მომხდარი და ამან გამოიწვია ხალხის აღშფოთება, საკითხში გავერკვევით“, - განაცხადა ნავთობისა და გაზის კორპორაციის წარმომადგენელმა გიორგი ცარაულმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პენიტენციური ამტკიცებს რომ დავით ფეიქრიშვილმა მინები ჩაამტვრია და თვითდაზიანება სცადა, პატიმრებს დეზორგანიზაციისკენ მოუწოდებდა
ივანიშვილის წარმომადგენელი კობახიძე ოპოზიციურ პარტიებს ჰიტლერს ადარებს და მათი აკრძალვის აუცილებლობაზე საუბრობს
ძმები ფეიქრიშვილების დედა, ნინო აბრამიშვილი - შვილები არ მომიკვდეს მე კამერაში. იცოდეთ შვილები არ მომიკვდეს
ადვოკატი - დავით ფეიქრიშვილს ფიზიკური დაზიანებები აქვს, გოგამ თვითდაზიანება მიიყენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics