11:03 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-12 20:56:29, 1534 ნახვა

პოლიტიკა
საგარეო უწყება ლავროვისა და მედოვის შეხვედრაზე: ეს კრემლის უკანონო მცდელობაა, საოკუპაციო რეჟიმების ლეგიტიმაცია მოახდინოს

"რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეხვედრა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთან წარმოადგენს რუსეთის მხრიდან საქართველოს სახელმწიფოებრიობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკის გაგრძელებას",- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა.

როგორც კონსტანტინიდმა აღნიშნა, "ეს არის კრემლის მორიგი უკანონო მცდელობა, საოკუპაციო რეჟიმების ლეგიტიმაცია მოახდინოს და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების პირდაპირი დარღვევით, ოკუპირებულ რეგიონებზე საკუთარი კონტროლი დააკანონოს.

„რუსეთის მსგავსი მცდელობები უშედეგოა. საერთაშორისო თანამეგობრობა არასდროს შეეგუება საქართველოს განუყოფელი რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის უკანონო აღიარებას. საერთაშორისო თანამეგობრობა მუდმივად მოუწოდებს რუსეთს, უკან წაიღოს თავისი უკანონო გადაწყვეტილება ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ. საერთაშორისო საზოგადოება ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიული მთლიანობას და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების არაღიარების პოლიტიკას, რაც თვალსაჩინოდ აისახება როგორც ცალკეული ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან გაკეთებულ საჯარო განცხადებებსა და დოკუმენტებში, ასევე მათ ქმედით ნაბიჯებში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით“,- განაცხადა კონსტანტინიდმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
უნგრეთის პარლამენტზე 12 წლის შემდეგ ევროკავშირის დროშა გადმოფინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics