02:12 - 06 Apr, 2026
|
2015-06-13 13:39:40, 900 ნახვა
მსოფლიო
ავღანეთში პოლიციის შენობაზე თავდასხმის შედეგად 20-მდე სამართალდამცველი დაიღუპა
ავღანეთში ჰელმანდის პროვინციაში მოძრაობა „თალიბანსა“ და სამართალდამცველებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას სულ მცირე 17 პოლიციელი დაიღუპა. გავრცელებული ცნობით, თალიბები მუსა-კალას რაიონში პოლიციის შენობას თავს დაესხნენ. სამართალდამცველებსა და დაჯგუფების წევრებს შორის დაპირისპირება რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად „თალიბანის“ ათამდე წევრი დაიღუპა. გასულ წელს ავღანეთიდან ნატოს სამხედროს ძალების გაყვანის შემდეგ თალიბების მხრიდან თავდასხმები გახშირდა. მსგავსი ინციდენტების შედეგად ათობით სამართალდამცველი და სამხედრო მოსამსახურე იღუპება.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)