|
2018-11-12 15:11:20, 2115 ნახვა
ეკონომიკა
ქობულია: ინოვაციებზე დამყარებული მაღალი დამატებითი ღირებულებების სექტორების განვითარება ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია
თბილისის ტექნოპარკში დღეს გლობალური მეწარმეობის კვირეული დაიწყო, რომელიც 18 ნოემბრამდე გასტანს. ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ გახსნა. როგორც მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, გლობალური მეწარმეობის კვირეული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო პროექტია სამეწარმეო ეკოსისტემის ფორმირების, მეწარმეობის პოპულარიზაციისა და დამწყები ბიზნესის მხარდაჭერად. პროექტის ფარგლებში, ყოველი წლის ნოემბერში, 170-ზე მეტ ქვეყანაში ერთდროულად იმართება 30 000-ზე მეტი ღონისძიება, რომელშიც 20 მილიონზე მეტი ადამიანი არის ჩართული. „გლობალური მეწარმეობის კვირეული" გლობალური სამეწარმეო ქსელის მიერ ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თანაორგანიზებით ხორციელდება. პროექტი საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ არის დაფინანსებული. კვირეულის მთავარი მიზანი და ამოცანა ახალგაზრდა ინოვატორების, მეწარმეების, მეცნიერების და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის საერთაშორისო პლატფორმაზე თავისი პროდუქტისა და მომსახურების გატანაში ხელშეწყობაა. „დარწმუნებული ვარ, კვირეულის საქართველოში ჩატარება საუკეთესო საშუალება იქნება, რათა ქართველმა და საერთაშორისო სპეციალისტებმა ერთმანეთს საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარონ, რაც სამომავლოდ ახალ ინოვაციურ ბიზნესიდეებსა და ბაზარზე კონკურენტუნარიანი სტარტაპების ჩამოყალიბებაში გამოიხატება" - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ამასთან, გიორგი ქობულიას განცხადებით, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი სწორედ ცოდნასა და ინოვაციებზე დაფუძნებული იდეების კომერციალიზაციის ხელშეწყობაა. გლობალური მეწარმეობის კვირეულის პროგრამაში ჩართული იქნება საქართველოს ყველა რეგიონული ტექნოპარკი თუ ინოვაციური ცენტრი. ისინი კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობებს უმასპინძლებენ. აღსანიშნავია, რომ წლევანდელი კვირეულის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გენდერის საკითხს მეწარმეობაში.
(NS)
გერმანია გეგმავს რუსეთის დადანაშაულებას ლაიფციგში ტერორისტული თავდასხმის დაგეგმვაში და „ფართომასშტაბიანი სანქციების“ დაწესებას
ოკუპირებულ აფხაზეთში, რიწის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსი ტურისტების ჯგუფს სცემეს
კიევის ბუჩას რაიონში რუსული თავდასხმის შედეგად 37 ადამიანი დაიღუპა.
გეგელია: ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს, საქართველოში ეძებენ ნავსაყუდელს
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
კიევის ბუჩას რაიონში რუსული თავდასხმის შედეგად 37 ადამიანი დაიღუპა.
ზელენსკიმ რუსეთის მასშტაბით დღეში 1000 დრონის გაშვება ბრძანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)