10:38 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-12 15:02:59, 1212 ნახვა

პოლიტიკა
ლევან კობერიძე: ვაპირებ ინიცირება გავუკეთო კანონპროექტს ლუსტრაციის შესახებ

პარლამენტში ვაპირებ ინიცირება გავუკეთო კანონპროექტს ლუსტრაციის შესახებ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან კობერიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

იგი დეპუტატებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს:

„ლუსტრაციის კანონი !!! სასწრაფოდ !!! იმისათვის, რომ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში საბოლოოდ დავემშვიდობოთ საბჭოთა წარსულს, იმისათვის რომ დაერქვას ყველაფერს თავისი სახელი, იმისათვის, რომ მომავალ თაობებმა შეძლონ უკეთესი საქართველო შენება, იმისათვის რომ ქვეყანამ იაროს პროგრესის გზით, პარლამენტში ვაპირებ ინიცირება გავუკეთო კანონპროექტს ლუსტრაციის შესახებ - მივმართავ კოლეგა დეპუტატებს შემომიერთდნენ და ერთად გადავდგათ ეს ნაბიჯი“, - წერს ლევან კობერიძე.

ცნობისთვის, აღმოსავლეთ ევროპის რიგ ქვეყნებში საპასუხისმგებლო სახელმწიფო თანამდებობის პირებისა და კანდიდატთა შემოწმების განსაკუთრებული პროცედურაა, რომლის მიზანია გამოარკვიოს წარსულში ამ პირების კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობისადმი ან სახელმწიფო უშიშროების სამსახურისადმი კუთვნილება ან გამოამჟღავნოს ფაქტები ამ სამსახურებთან მათი თანამშრომლობის შესახებ. ლუსტრაცია ხორციელდება სპეციალური კანონების საფუძველზე (მათი უმრავლესობა 1990-1993 წლებში მიიღეს), როგორც წესი, სპეციალური ორგანოს მიერ (მაგალითად, უნგრეთში ლუსტრაციას ახორციელებდა პარლამენტის მიერ არჩეული კომიტეტი, რომელიც სამი მოსამართლისგან შედგებოდა). თუ ლუსტრაციის პროცესში დასტურდება ტოტალიტარულ რეჟიმთან თანამშრომლობის ფაქტები, პიროვნებას აქვს არჩევანი თანამდებობის ნებაყოფლობით დატოვებასა (გამომჟღავნებული ფაქტების საიდუმლოდ შენახვის გარანტიით) და თანამდებობის იძულებით დატოვებას შორის (მაკომპრომეტირებელი ინფორმაციის საჯარო გამოქვეყნებით). ლუსტრაცია უპირველეს ყოვლისა ზნეობრივი აქტია, მისი მიზანია მორალური განწმენდა, მორალური კათარზისი, გნებავთ, როგორც პოლონეთში ამბობენ, “მენტალობის ჰიგიენა და დეზინფექცია”.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
უნგრეთის პარლამენტზე 12 წლის შემდეგ ევროკავშირის დროშა გადმოფინეს
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics