10:38 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-12 14:52:07, 1165 ნახვა

პოლიტიკა
საია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსთან დაკავშირებით, პარლამენტში სამუშაო ჯგუფის შექმნას ითხოვს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციმ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის გადახედვის მიზნით სამუშაო ჯგუფი შექმნის მოთხოვნით წერილობით მიმართა. 

როგორც საია-განცხადებაშია ნათქვამი, საქართველო დღემდე იყენებს საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს, რომლის რეფორმის საკითხი არაერთი წელია დღის წესრიგში დგას.

"საია ცდილობს სტრატეგიული სამართალწარმოების გზით ხელი შეუწყოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის არაკონსტიტუციური გამოყენების შეზღუდვას. ამ მიზნით, საიამ საკონსტიტუციო სასამართლოში წარადგინა 6 სარჩელი. ამათგან ერთზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. კერძოდ, საიას წარმოებაში არსებულ საქმეზე - ,,საქართველოს მოქალაქე დავით მალანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის გარკვეული მუხლები და მათი ძალადაკარგულად ცნობა გადაავადა 2019 წლის 31 მარტამდე, რათა საქართველოს პარლამენტს მიეცეს შესაძლებლობა, კონსტიტუციის მოთხოვნათა შესაბამისად მოაწესრიგოს საკითხი.

საკონსტიტუციო სასამართლომ გამიჯნა მძიმე სამართალდარღვევები, რაზეც პარლამენტს სათანადო საპროცესო დაცვის გარანტიების გავრცელება დაევალა. საკონსტიტუციო სასამართლოს პროგრესულმა გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სისტემური რეფორმის საჭიროება.

საკითხის მნიშვნელობის გათვალისწინებით, საია მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტში უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რათა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, მომზადდეს საკანონმდებლო ცვლილებები. მნიშვნელოვანია, რომ სამუშაო ჯგუფის მანდატი არ იყოს შეზღუდული მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით და მუშაობა წარიმართოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის არსებითი ცვლილებისათვის. საია იმედს გამოთქვამს, რომ უახლოეს პერიოდში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი და გამოთქვამს მზადყოფნას, აქტიურად ჩაერთოს მის მუშაობაში", - აღნიშნულია განცხადებაში. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
უნგრეთის პარლამენტზე 12 წლის შემდეგ ევროკავშირის დროშა გადმოფინეს
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics