2018-11-12 14:25:49, 2191 ნახვა
სამართალი
ომბუდსმენის მიმართ შესაძლო მუქარასთან დაკავშირებით, ნინო ლომჯარია შსს-ში დაიბარეს
სოციალურ ქსელ Facebook-ში გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია შინაგან საქმეთა სამინისტროშია დაბარებული.
ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" უწყებიდან აცნობეს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ომბუდსმენთან გასაუბრების შემდეგ მიღებული იქნება გადაწყევტილება გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით.
საქმე ეხება განცხადებას, რომლის თანახმადაც ნინო ლომჯარიას სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ. ომბუდსმენის თქმით, მას ემუქრებოდნენ შუბლის გახვრეტით და სნაიპერის ტყვიით.
ავტორი: ,