02:58 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-12 10:01:52, 457 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე - ციტრუსის რეალიზაციის პროცესს პირადად გავაკონტროლებ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ ციტრუსის კრეფის პროცესში მიიღეს მონაწილეობა.

მათ ასევე დაათვალიერეს ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარო და ადგილზე გაეცნენ ციტრუსის რეალიზაციის  პროცესს. მთავრობის თავმჯდომარემ  და მინისტრმა ციტრუსის სეზონთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები ფერმერებთან ერთადგანიხილეს და შეაჯამეს.

როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, ამ ეტაპზე  ციტრუსის მოსავლის რეალიზაცია 3-ჯერაა გაზრდილი.

„თითოეულ ოჯახს განსაკუთრებული მოლოდინი აქვს სეზონის წარმატებით ჩატარებასთანდაკავშირებით და ჩვენი გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რომ მოლოდინები ბოლომდე გამართლდეს. პირად გავაკონტროლებ ციტრუსის დაბინავების პროცესს, რათა მოსავალი სრულყოფილად იქნეს რეალიზებული.ჩვენი ამოცანაა პროცესის წარმატებული მართვა", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ციტრუსის ლოჯისტიკისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე ციტრუსის სუბსიდირებისთვის უზრუნველყოფის მიზნით, რეგიონშიციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი აამოქმედა,  რომლის ძირითადი მიზანია მანდარინის ჩაბარების პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფა. შტაბში მუშაობს  ცხელი ხაზიც (1501), სადაც ნებისმიერ მსურველს საჭირო ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა აქვს.

25 ნოემბრიდან დაიწყება არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირების პროგრამა. აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, სამრეწველო გადამუშავების (არასტანდარტულ) 1 კგ სამრეწველო მანდარინზე 10 თეთრიანითანადაფინანსება იქნება.

მიმდინარე წელს ციტრუსის მოსალოდნელი მოსავალი სავარაუდოდ 55-60 ათას ტონას შეადგენს.

ამ ეტაპზე უკვე ექსპორტირებულია (უკრაინა, სომხეთი, ყაზახეთი, რუსეთი, უნგრეთი და პოლონეთი) 240 ტონა სტანდარტული მანდარინი, რაც გასულ წელთან შედარებით 3- ჯერ მეტია.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics