02:57 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-12 09:31:00, 430 ნახვა

რეგიონი
თიანეთში რძის გადამმუშავებელი კოოპერაციული საწარმო შენდება

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე თიანეთის მუნიციპალიტეტში, კოოპერატივ „ყვარის მთის“ რძის გადამმუშავებელი  საწარმოს მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კოოპერაციული საწარმო „რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შენდება და წლის ბოლოდან ამოქმედდება. რძის მიმღებ-გადამმუშავებელი საწარმო, რომლის წარმადობა დღიურად 1,5 ტონას შეადგენს,  უზრუნველყოფს თანამედროვე ტექნოლოგიებით მაღალი ხარისხის რძის პროდუქტების წარმოებას.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საწარმო  აღიჭურვება  რძის მიმღებ-გადამმუშავებელი დანადგარებით  და  ნედლი რძის კონტროლის საველე ლაბორატორიული ხელსაწყოებით.  კოოპერატივს  ასევე გადაეცემა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშობრივი გაუმჯობესებისა და პროდუქტიულობის ამაღლების მიზნით  ხელოვნური განაყოფიერებისათვის საჭირო აღჭურვილობა.   სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მხრიდან  თანადაფინანსებას წარმოადგენს საწარმოს შენობა-ნაგებობის აშენება, რომელშიც განთავსება  სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გადაცემული დანადგარები.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი  „ყვარის მთა“   თიანეთის მუნიციპალიტეტში  2016 წლიდან საქმიანობს და 19  ადგილობრივს აერთიანებს. 

სახელმწიფო პროგრამაში ჩართულობით კოოპერატივის თითოეულ მეპაიეს შესაძლებლობა ეძლევა უკვე საბოლოო პროდუქტის რეალიზაციის შედეგად  მიიღოს გაზრდილი შემოსავალი.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ყვარის მთა“ ასევე ჩართულია „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამაში. კოოპერატივს 25 წლიანი იჯარის უფლებით   302 ჰა  სათიბ-საძოვარი და  საქონლის საკვებწარმოებისათვის საჭირო ტექნიკა 90%-იანი თანადაფინანსებით გადაეცემა.  

„რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს 10  ახალი კოოპერაციული  საწარმო ამოქმედდება.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics