|
2015-06-13 11:11:31, 442 ნახვა
საზოგადოება
თამარ ბერუჩაშვილი ალექსანდრე რონდელის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს
საგარეო უწყება და მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი ღრმა ალექსანდრე რონდელის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწის, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და საერთაშორისო სწავლების ცენტრის დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის ბ-ნ ალექსანდრე რონდელის გარდაცვალების გამო. ფასდაუდებელია ბ-ნ ალექსანდრეს ღვაწლი საერთაშორისო ურთიერთობათა სფეროში მრავალი მიმართულებით - მის სახელს უკავშირდება საქართველოსა და მთლიანად კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი და გავლენიანი ანალიტიკური ცენტრის დაარსება, რომელმაც უკვე დაიმკვიდრა ღირსეული ადგილი წამყვან, საერთაშორისო კვლევით ინსტიტუტებს შორის, დიდია ბ-ნ ალექსანდრეს წვლილი მრავალი მაღალპროფესიული კადრის აღზრდასა და ფორმირებაში, რომელთა დიდი ნაწილი დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც საქმიანობს, საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებზე მის მიერ შექმნილი ნაშრომები დღემდე რჩება და დიდხანს იქნება მნიშვნელოვანი სახელმძღვანელო გლობალური პოლიტიკისა და უსაფრთხოების სფეროში. მეამაყება, რომ პირადად ვიცნობდი, მრავალი წლის მეგობრობა და მჭიდრო თანამშრომლობა მაკავშირებდა ბ-ნ ალექსანდრესთან. მათ შორის ჩვენი ბოლო შეხვედრა შედგა GFSIS-ის ცენტრში გამართულ ღონისძიებაზე. დარწმუნებული ვარ მისი ღვაწლი აუცილებლად ჰპოვებს გაგრძელებას, როგორც აღნიშნული ცენტრის, ასევე ბევრი ადამიანის სახით, ვინც ეზიარა ბ-ნ ალექსანდრეს პროფესიულ ცოდნასა და გამოცდილებას. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ჩემი სახელით სამძიმარს ვუცხადებ ბ-ნ ალექსანდრეს ოჯახის წვერებსა და ახლობლებს“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაში.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)