|
2018-11-10 17:27:20, 1279 ნახვა
რეგიონი
ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოს სალიხ აბაშიძის სახელი მიენიჭა
ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონულ ცენტრს სალიხ აბაშიძის სახელი მიენიჭა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მის სახელს უკავშირდება აჭარაში ინფექციური საავადმყოფოს დაარსება, რომელიც დაახლოებით 100 წლის წინ ბარცხანის დასახლებაში გაიხსნა და დღემდე ფუნქციონირებს. სალიხ აბაშიძე აღნიშნულ დაწესებულებაში 1987 წლამდე მუშაობდა. ინფექციურ საავადმყოფოზე სალიხ აბაშიძის სახელი მინიჭებასთან დაკავშირებით, დღეს კლინიკაში აჭარის სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლები, ინფექციონისტები და სალიხ აბაშიძის ოჯახის წევრები შეიკრიბნენ. მათ გაიხსენეს ღვაწლმოსილი ექიმის მოღვაწეობა და აღნიშნეს, რომ სალიხ აბაშიძემ განსაკუთრებული პროფესიონალიზმი და ორგანიზატორული ნიჭი 1970 წელს გამოავლინა, როცა ბათუმში ქოლერამ იფეთქა. დღესვე სალიხ აბაშიძის საცხოვრებელ სახლზე მემორიალური დაფა გაიხსნა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)