06:36 - 22 Oct, 2026
|
2018-11-10 17:19:13, 1128 ნახვა
რეგიონი
ბაღდათში, სოფელ ზეკარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყეში ხანძარია
ბაღდათში, სოფელ ზეკარის მიმდებარე ტერიტორიაზე შერეული ტყის ქვედა საფარი იწვის. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 5 ჰა ფართობი. რთული რელიეფის გამო ადგილზე სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მისვლა გართულებულია, რის გამოც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ხანძრის ეპიცენტრში ცოცხალი ძალის მობილიზება მოახდინა. „ადგილზე მუშაობს 55 მეხანძრე-მაშველი. საჭიროების შემთხვევაში, ცოცხალი ძალის რაოდენობა გაიზრდება. ადგილზე იმყოფებიან იმერეთის რეგიონის სატყეო სამსახურის თანამშრომლები. მობილიზებულია ყველა სამსახური, რათა დროულად მოხდეს ხანძრის ლოკალიზება. დასახლებულ ტერიტორიებზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს“, - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)