10:37 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-10 14:30:25, 1447 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე: „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკის შედეგია, რომ ტერიტორიების 20% დაკარგული გვაქვს

„ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური შედეგია, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% დაკარგული გვაქვს“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 2008 წლის ომის შესახებ საუბრობს.

როგორც დედაქალაქის მერმა ჟურნალსიტებს განუცხადა, ყოფილი პრზიდენტის განცხადებები მისთვის ახალი არ ყოფილა

„მგონი სიახლე არაფერია. ჩვენ ყველამ ვიცოდით, რა იყო, როგორ მოხდა, რა მოხდა. პირდაპირ ამბობს ადამიანი, რაც გააკეთა. ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ მათი პოლიტიკის შედეგია – დღეს ჩვენ ტერიტორიების 20% გვაქვს დაკარგული, რუსებს ჩააბარეს. სამწუხაროდ და საუბედუროდ, დავკარგეთ მშვიდობიანი მოსახლეობა, დავკარგეთ ჩვენი გმირი ბიჭები. აი, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ და ეს არის მიხეილ სააკაშვილის რეალური სახე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში არქივის ვიდეო გავრცელდა, სადაც ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ცხინვალში სამხედრო მოქმედებების წარმოების გადაწყვეტილება მისმა ხელისუფლებამ მიიღო.

„კითხვაზე - განვახორციელეთ თუ არა ჩვენ სამხედრო მოქმედებები აგვისტოს დასაწყისში იმისათვის, რომ აგვეყვანა კონტროლ ქვეშ ცხინვალი და ის ადგილები სამხრეთ ოსეთში, რომელსაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებდით, მე ადრეც ღიად ვაცხადებდი და ახლაც ვაცხადებ, რომ დიახ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, გვეწარმოებინა სამხედრო მოქმედებები ცხინვალის რეგიონში. ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება“, - აცხადებს სააკაშვილი გავრცელებულ ვიდეოში.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
უნგრეთის პარლამენტზე 12 წლის შემდეგ ევროკავშირის დროშა გადმოფინეს
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics