|
2018-11-09 18:06:33, 2042 ნახვა
პოლიტიკა
დავით სერგეენკომ საფრანგეთის მთავრობის მრჩეველს ახალი ინიციატივა გააცნო
„მნიშვნელოვანია, რომ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს გაუჩინოთ მუშაობის დაწყების მოტივაცია, ეს დადებითად აისახება როგორც მოქალაქეებზე, ისე ქვეყნის ეკონომიკაზე“ - ამის შესახებ საფრანგეთის მთავრობის სახელმწიფო მრჩეველმა, მარისოლ ტურენმა ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. დავით სერგეენკომ საფრანგეთის მთავრობის სახელმწიფო მრჩეველს მთავრობის ახალი ინიციატივა გააცნო, რომლის მიხედვითაც სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს მუშაობის დაწყების შემთხვევაში, ორი წლის განმავლობაში გარკვეული სახის ბენეფიტები შეუნარჩუნდებათ. პროექტის მიხედვით, სოციალურად დაუცველიმოქალაქეები მუშაობის დაწყებიდან ერთი წლის განმავლობაში მიიღებენ ფულადსოციალურ დახმარებას, მეორე წელს კი შეუნარჩუნდებათ არაფულადი პრივილეგიები, რომლითაც სოციალურად დაუცველები სარგებლობენ. „ეს ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანი, რამდენიმე წლის წინ მსგავსი პრობლემა საფრანგეთშიც არსებობდა. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეგვენარჩუნებინა იმ ბენეფიტების ნაწილი, რომლითაც ისინი სარგებლობდნენ. ამ გზით მოქალაქეები უფრო დაცულად გრძონებენ თავს და უჩნდებათ მუშაობის მოტივაცია“,- განაცხადა მარისოლ ტურენმა. შეხევდრას საფრანგეთის ელჩი საქართველოში პასკალ მენიე ესწრებოდა. შეხვედრაზე მხარეებმა სოციალური პოლიტიკის კუთხით საქართველოში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)