|
2018-11-09 14:55:26, 523 ნახვა
რეგიონი
C ჰეპატიტზე უფასო სკრინინგის ჩატარება უკვე ბათუმის იუსტიციის სახლებშიც შესაძლებელია
C ჰეპატიტზე უფასო სკრინინგის ჩატარება სამედიცინო დაწესებულებების გარდა უკვე ბათუმის იუსტიციის სახლებშიც შესაძლებელია. სკრინინგი ნებისმიერ მსურველს უფასოდ უტარდება. პროცესის მიმდინარეობას დღეს აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოცალური დაცვის მინისტრი, ზაალ მიქელაძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის აჭარის სამმართველოსა და აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. ამიერიდან, ბათუმის იუსტიციის სახლში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის აჭარის სამმართველოს წარმოამდგენლები, უფასო C ჰეპატიტის სკრინინგს ყოველ სამუშაო დღეს 09:00 დან - 18:00 საათამდე ჩაატარებენ. გარდა იუსტიციის სახლისა მოქალაქეებს C ჰეპატიტის უფასო სკრინინგის ჩატარება, სამედიცინო დაწესებულებებსა და სოფლის პირველად ცენტრებში შეუძლიათ. C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე აჭარაში მკურნალობის კურსი ჩაიტარდა - 4278 პაციენტმა, აქედან გამოჯანმრთელდა -3089 პაციენტი, 454 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. С ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: https://www.moh.gov.ge/ka/528/
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)