|
2018-11-09 14:52:48, 503 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი უფასო ოფთალმოლოგიური აქციის მიმდინარეობის პროცესს გაეცნო
დღეს, კლინიკა „ოკულუს მედიში“ უფასო ოფთალმოლოგიური აქცია მიმდინარეობს. სკრინინგი კერატოკონუსის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით იმართება. აქციის მიმდინარეობის პროცესს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ზაალ მიქელაძე და მინისტრის მოადგილე, ზურაბ თენიეშვილი გეცნენ. კერატკონუსის საერთაშორისო დღე ყოველი წლის 10 ნოემბერს აღინიშნება. კერატოკონუსი არის თვალის რქოვანა გარსის პროგრესირებადი, დეგენერაციული და არაანთებადი დაავადება. როგორც წესი, დაავადება ნელა პროგრესირებს, თუმცა შესაძლებელია დაავადების სწრაფი პროგრესირებაც. რქოვანას ფორმისა და სისქის ცვლილება მის ოპტიკურ, გარდამტეხ თვისებებსაც ცვლის, რაც საბოლოოდმხედველობის გაუარესების მიზეზი ხდება. უფასო სამედიცინო აქციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა მიმართონ კლინიკა „ოკულუს მედის“, რომელიც მდებარეობს ქ. ბათუმში, 9 მარტის ქ. N10-ში. უფასო სკრინინგი 10 ნოემბერსაც გაგრძელდება, მომსახურება 18-დან 38 წლამდე ასაკის პაციენტებს გაეწევათ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)