11:59 - 29 Apr, 2026
|
2018-11-09 13:46:06, 2224 ნახვა
სამართალი
სამტრედიის საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტში დეპუტატსა და მოქალაქეს შორის დაპირისპირება მოხდა
სამტრედიის საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტში დაპირისპირება მოხდა. საკრებულოში მისული მოქალაქე და ერთ-ერთი დეპუტატი, რომლებიც არსებული ინფორმაციით, ბიძაშვილ-მამიდაშვილები არიან, ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, შემდეგ კი ფიზიკურად. რის გამო მოხდა კონფლიქტი უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ მათ წარსულში გარკვეული უთანხმოება ჰქონდათ. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დეპუტატმა ქალს სცემა, აღნიშნული არ დასტურდება, ვინაიდან ქალს არც მძიმე და არც მსუბუქი დაზიანება არ აღენიშნება. როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დეპუტატი და მოქალაქე უკვე გამოიკითხნენ. გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)