16:23 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-13 09:21:47, 421 ნახვა

საზოგადოება
სოზარ სუბარი კახეთის რეგიონში მცხოვრებ ეკომიგრანტ ოჯახებს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი  ს ოზარსუბარი,  მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი, კახეთის გუბერნატორის მოადგილე ზურაბ არსენიშვილი და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები კახეთის რეგიონში განსახლებულ ეკომიგრანტ ოჯახებს შეხვდნენ.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით, სოზარ სუბარმა სამინისტროს მიერ, სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის, შესყიდული სახლები დაათვალიერა და მათ საცხოვრებელ პირობებს ადგილზე გაეცნო.

კახეთის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, სოზარ სუბარი  სიღნაღის რაიონის სოფლებს - ტიბაანსა და ვაქირს, გურჯაანის რაიონის სოფელ - კარდენახს და თელავის რაიონის სოფელ - გულგულას ეწვია.

ამასთან, უწყების ინფორმაციით, სამინისტრომ,  სტიქიით დაზარალებული ოჯახებისათვის,   კახეთის რეგიონში 25 სახლი შეისყიდა, ხოლო 2 სახლი შეძენილ იქნა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსთან გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში.

მხოლოდ მიმდინარე წელს, საქართველოს მასშტაბით, სტიქიით დაზარელებული ოჯახებისათვის 52 სახლია შესყიდული. გარდა ამისა, 2012 წლიდან დღემდე უსაფრთხო გარემოში განსახლდა 69 ეკომიგრანტი ოჯახი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics