|
2018-11-08 18:52:58, 2276 ნახვა
ეკონომიკა
აკაკი საღირაშვილი ბათუმის საზღვაო აკადემიაში ღია კარის დღეს დაესწრო
„ბათუმის საზღვაო აკადემია გამორჩეული უმაღლესი სასწავლებელი გახდა არა მხოლოდ აჭარასა და ზღვისპირეთში, არამედ საქართველოს სხვა რეგიონებშიც, რაც იმას ნიშნავს, რომ საზღვაო პროფესიები საქართველოში პოპულარული ხდება. ამის მანიშნებელია ისიც, რომ მიმდინარე წელს საბაკალავრო პროგრამებზე პირველი არჩევანით კონკურსის მიხედვით საზღვაო აკადემია ლიდერი სასწავლებელი გახდა," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ აკაკი საღირაშვილმა ბათუმის საზღვაო აკადემიაში სტუმრობისას. მინისტრის მოადგილე „ღია კარის დღეს" დაესწრო და აკადემიაში შეკრებილ სტუდენტებსა და აღნიშნულ სასწავლებლებში სწავლის მსურველ ახალგაზრდებს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი პროფესია მეზღვაურის მნიშვნელობას ქვეყნის ეკონომიკისთვის. რა რაოდენობის კონტრიბუცია მოაქვთ მათ ქვეყნისთვის და ზოგადად რა პერსპექტივები და სამომავლო გეგმები განხორციელდება ამ კუთხით. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ კითხვები უშუალოდ ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებისთვის დაესვათ. „ღია კარის დღეს" ასევე დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი.
(NS)
კახა კალაძე „რიყის დოქების“ შესახებ - დამალულად არაფერი ხორციელდება
გვარამია - ნორმად განმარტების იმ სისტემით, რომელსაც მოსარჩელე გვთავაზობს, ასაკრძალი თავად „ქართული ოცნებაა"
იუსტიციის მინისტრი - ფეიქრიშვილი ნამდვილად არ იყო მარტო საკანში
თურქეთმა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 85 წევრი დააკავა, რომლებიც ევროპაში Starlink-ის სადგურებზე თავდასხმებში იყვნენ ჩართულნი
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)