|
2018-11-08 17:53:32, 833 ნახვა
რეგიონი
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში ტრენინგი დასრულდა
ბათუმში, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით, აშშ სანაპირო დაცვის საერთაშორისო პორტის უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში ნავსადურებში საერთაშორისო უსაფრთხოების შესაძლებლობების განვითარების 4 დღიანი ტრენინგი დასრულდა. ტრენინგს ესწრებოდნენ საქართველოში გემებისა და ნავსადგურების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყებების წარმომადგენლები. ტრენინგის ფარგლებში განხილულ იქნა ნავსადგურის უშიშროების გეგმით განსაზღვრული წვრთენბისა და ვარჯიშების სწორად დაგეგმვისა და განხორციელების შემუშავების მეთოდოლოგია, რომელსაც ითვალისწინებს გემებისა და ნავსადგურების დაცვის საერთაშორისო კოდექსი (ISPS Code). ასევე, ტრეინინგის ფარგლებში ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიაზე ჩატარდა სპეციფიური სწავლებები ნავსადგურის უშიშროების დაცვის დონის შესამოწმებლად, რის შედეგადაც აშშ სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგელების მიერ აღნიშნული იქნა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და ნავსადგურის უშიშროების სამსახურების ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების მაღალი დონე. აღსანიშნავია, რომ საზღვაო გრანსპორტის სააგენტო მჭიდროდ თანამშროლობს აშშ სანაპირო დაცვის დეპარტამენტთან და აღნიშნული სახის ტრეინინგი ატარებს სისტემატურ ხასიათს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)