10:16 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-08 12:18:33, 1494 ნახვა

პოლიტიკა
ირლანდიის სენატმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

ირლანდიის სენატმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროინტეგრაციის მხარდამჭერი რეზოლუცია ერთხმად მიიღო.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, რეზოლუცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მისი შინაარსის, ტექსტში გამოყენებული ძლიერი ფორმულირებების და საქართველოს მიმართ გამოხატული მხარდაჭერის თვალსაზრისით.

რეზოლუციის თანახმად, ირლანდია კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

რეზოლუცია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციისა და რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის საკითხს და  რუსეთის ფედერაციას  მოუწოდებს სრულად შეასრულოს ხელშეკრულებით  ნაკისრი ვალდებულებები.  რეზოლუციაში გამოთქმულია შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთ-საქართველოს ომის და რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციიდან 10 წლის შემდეგ, მკვეთრად არის გაუარესებული ადგილზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა. სენატი მხარდაჭერას უცხადებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს და ხაზს უსვამს აღნიშნული ფორმატის მნიშვნელობას; სენატი მოუწოდებს ირლანდიის მთავრობას შეუერთდეს „ოთხოზორია-ტატუნაშვილის" სიაში მყოფი პირების მიმართ გათვალისწინებულ სანქციებს; რეზოლუციაში ხაზგასმულია საქართველოს მთავრობის კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის პოლიტიკის მნიშვნელობა და გამოთქმულია მხარდაჭერა სამშვიდობო ინიციატივისადმი -„ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ".

რეზოლუციაში ცალკე პარაგრაფი ეთმობა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის თემას. კერძოდ, დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ სენატი მიესალმება საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ არსებით პროგრესს, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების წარმატებული იმპლემენტაციის ჩათვლით, ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მიმართ და აღნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეებისათვის შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის ამოქმედება საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის კუთხით მიღწეული უმნიშვნელოვანესი შედეგია.

სენატი მიესალმება საქართველოსა და ირლანდიას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას და იმედს გამოთქვამს, რომ ურთიერთობები კიდევ უფრო  გაღრმავდება ორმხრივ  და მრავალმხრივ ფორმატში.

ირლანდიის სენატის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროინტეგრაციის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღება ორი ქვეყნის ურთიერთობებში მომხდარი უაღრესად მნიშვნელოვანი, პოზიტიური მოვლენაა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
უნგრეთის პარლამენტზე 12 წლის შემდეგ ევროკავშირის დროშა გადმოფინეს
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics