05:51 - 22 Oct, 2026
|
2018-11-08 11:23:36, 662 ნახვა
რეგიონი
შპს „საქართველოს მელიორაცია“ ხაშურში, მდინარე შოლას არხის აღდგენით სამუშაოებს ატარებს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქალაქ ხაშურში, მდინარე შოლას არხის აღდგენით სამუშაოებს ატარებს. ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან იწმინდება ღია და დახურული კოლექტორების 1800 მეტრი სიგრძის მონაკვეთი. მოწესრიგდება მიმდებარე ტერიტორია და ინფრასტრუქტურა. შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი ოთარ შამუგია და შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი ხაშურში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. გაწმენდითი სამუშაოები, რომელსაც საქართველოს მელიორაცია საკუთრი ძალებით ახორციელებს, არხში წყლის შეუფერხებელ გადინებას უზრუნველყოფს, რაც უხვი ნალექის დროს ქალაქ ხაშურსა და ცენტრალურ მაგისტრალს დატბორვისგან დაიცავს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)